18 მარტი 2025,   17:40
ვრცლად
მე-4 ქვეით ბრიგადას თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ

მე-4 ქვეით ბრიგადას თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ. მოსწავლეები სამხედრო ბაზებზე პროექტის "ერთი დღე ჯარში" ფარგლებში იმყოფებოდნენ.

ვაზიანის მე-4 ქვეით ბრიგადაში 500-ზე მეტ მოსწავლეს უმასპინძლეს. მათ ჯარისკაცის ცხოვრების წესის, მათი ყოველდღიურობის გაცნობის, გასაუბრებისა და კითხვების დასმის შესაძლებლობა ჰქონდათ.

სტუმრებმა ქვედანაყოფის ინფრასტრუქტურა, ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება, სიმულაციური კლასები და სატრენაჟორო დარბაზი დაათვალიერეს. პროექტის მიზანი ახალგაზრდებში ჯარის პოპულარიზაციაა 

დღის ამბები