17 მარტი 2025,   03:21
ვრცლად
წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ბეტონის ბოძს შეეჯახა - არის მსხვერპლი

ავტოსაგზაო შემთხვევას წყალტუბო-ქუთაისის გზაზე ერთი ადამიანი ემსხვერპლა. თვითმხილველების თქმით, ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის ბოძს შეეჯახა.

ავტომობილი სრულიად დაიმტვრა, ერთი მგზავრი კი გარდაიცვალა. ადგილზე იმყოფებოდნენ სასწრაფო დახმარების და სამაშველო სამსახურის ჯგუფები. ადგილზე მოძრაობა დროებით შეფერხებული იყო.

დღის ამბები