
დიდი ბრიტანეთი არ აღიარებს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში, 2025 წლის 15 თებერვალს ჩატარებული ეგრეთწოდებული საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში.
"კიდევ ერთხელ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - წერია ტექსტში.
ოკუპირებულ აფხაზეთში ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდა.