
Brussels Airlines-ის თვითმფრინავზე, რომელიც სენეგალიდან ბელგიაში, ბრიუსელის ცენტრალურ აეროპორტში მიფრინავდა ბავშვი გაჩნდა. ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, აფრენიდან ნახევარ საათში, ახალგაზრდა ქალმა ბორტგამცილებელს მიმართა და უთხრა, რომ მუცელი სტკიოდა, რის შემდეგაც მალევე მშობიარობა დაეწყო.
ქალს მშობიარობაში თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრები და მგზავრი დაეხმარა, რომელსაც სამედიცინო განათლება ჰქონდა.
ბორტზე დაწყებული მშობიარობის გამო, თვითმფრინავის პილოტებმა გადაწყვეტილება მიიღეს, რომ სენეგალში, დაკარის აეროპორტში დაბრუნებულიყვნენ, თუმცა ბავშვი ჰაერში 11 კილომეტრის სიმაღლეზე დაიბადა. მედიის ინფორმაციით, ახალშობილი გოგოა. ბავშვი და დედა თავს კარგად გრძნობენ.