24 მარტი 2025,   02:08
ვრცლად
ქონების გადაფორმება, შანტაჟი, მუქარა, წამება და არაადამიანური მოპყრობა საპატიმროებში - საგამოძიებო კომისია სააკაშვილის ხელისუფლების დროს დაზარალებულთა საქმეებს განიხილავს

წამების, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და ქონების იძულებით ჩამორთმევის ფაქტები - ეს იმ საქმეების ჩამონათვალია, რომელზეც პროკურატურის წარმომადგენელმა საგამოძიებო კომისიის წევრებს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ისაუბრა სტატისტიკაზეც, რომელიც მიხედვითაც, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 67 მილიონი ლარის ღირებულების ქონება, ძველ მფლობელებს დაუბრუნდათ.

ანგარიშში პროკურორმა რამდენიმე გახმაურებულ საქმეებზეც გაამახვილა ყურადღება, მათ შორის ღვინის ქარხანა "აკურაზე", რომელიც მფლობელს, 2004 წელს ჩამოართვეს და სახელმწიფო საკუთრებაში გადასცეს. ქონების დაბრუნება მეპატრონემ მხოლოდ 2016 წელს შეძლო. ტელეკომპანია "იბერიის" დახურვა, კომპანია "სონის" იძულებით დათმობა და ფოტოგრაფების საქმე. ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში არაერთია პირია მიცემული, მათ შორის, წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნები.

20 წუთიანი მოხსენების შემდეგ, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა უკვე კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა. დეპუტატებმა შეკითხვები რამდენიმე თემაზე დაისვეს. მათ შორის, დაინტერესდნენ რა მეთოდებით ხელმძღვანელობდნენ დანაშაულის ჩადენის დროს ყოფილი ხელისუფლების თანამდებობის პირები.

დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომას, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეც ესწრებოდა. ალექსანდრე დარახველიძის თქმით, უწყება მზადაა თანამშრომლებისთვის და მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების შესწავლის პროცესში აქტიურადაა ჩართული.

დღის ამბები