
კანადაში მომხდარ ავიაკატასტროფას თვითმფრინავში მყოფი ყველა პირი გადაურჩა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
”ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ამ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყვა და თვითმფრინავში მყოფმა პირებმა შედარებით მცირე დაზიანებები მიიღეს ”,- განაცხადა პირსონის საერთაშორისო აეროპორტის" აღმასრულებელმა დირექტორმა.
Delta-ს ავიახაზების თვითმფრინავი, კანადაში, ტორონტოს "პირსონის საერთაშორისო აეროპორტში" ავარიულად დაეშვა და საფრენ ბილიკზე ამოტრიალდა.
სასწრაფო დახმარების რეგიონული სააგენტოს ცნობით, სულ მცირე 15 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. გაურკვეველია, რამ გამოიწვია სახიფათო ინციდენტი, მაგრამ, აღსანიშნავია, რომ ტორონტოში ორშაბათს შუადღისას ძლიერ ქარი იყო, რომლის სიჩქარე საათში 65 კმ-ს აღწევდა.
შემთხვევის ადგილზე გადაღებული ვიდეო-კადრები მედიაში გავრცელდა. ვარაუდობენ, რომ თვითმფრინავის ამოტრიალება ძლიერმა ქარმა გამოიწვია.