24 მარტი 2025,   01:06
ვრცლად
"სანამ ხელისუფლებაში ვართ, არავის მიეცემა შესაძლებლობა, საქართველო ბრძოლის ველად გამოიყენოს" - კახა კალაძე ტერე ჰელანდის განცხადებაზე

თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა ტერე ჰელანდის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ ევროპამ უნდა იმოქმედოს, საქართველო კი ბრძოლის ველია. “ევროპული სამეზობლოს საბჭოს” მრჩეველმა პოსტი X-ზე გამოაქვეყნა.

როგორც ჰელანდი წერს, მიუნხენის კონფერენცია საგანგაშო სიგნალი აღმოჩნდა და ამერიკის შეერთებული შტატები ევროპის სანდო პარტნიორი აღარ არის. ტერე ჰელანდმა მისი მოსაზრება და გეგმა გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოს უკავშირდება.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, არავის სჯეროდა, როდესაც ისინი გლობალურ ომის პარტიაზე საუბრობდნენ. ახლა კი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ "დიფ სთეითი“, რომელსაც ღრმა ფესვები აქვს გადგმული აშშ-სა და ევროპაში, უნდა დამარცხდეს.

"არავის არ მიეცემა შესაძლებლობა საქართველო გამოყენებული იყოს ვინმეს ინტერესების გასატარებლად და ბრძოლის ველად. ჩვენმა წინა თაობებმა იბრძოლეს, სისხლი დაღვარეს, რათა ქვეყანა ყოფილიყო დამოუკიდებელი და არა ვინმე კონკრეტულ ადამიანებზე, ან თუნდაც ევროპულ სახელმწიფოებზე დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ამერიკისთვის და პრეზიდენტ ტრამპისთვის მიუღებელია, როდესაც ევროპული ქვეყნის ლიდერები პირდაპირ ერევიან სხვა ქვეყნის არჩევნებში. დღეს სხვა მსოფლიოა, სხვანაირად მიდის პროცესები და კიდევ უფრო ცხადი გახდება საზოგადოებისთვის ის, რასაც ჩვენ რამდენიმე თვის და წლის წინ ვსაუბრობდით. ხომ არ სჯეროდა არავის, ხომ არ სჯეროდა, როდესაც "გლობალური ომის პარტიაზე" იყო საუბარი. აგერ გამოდის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და პირდაპირ ამბობს, რომ "დიფ სთეითი" უნდა დამარცხდეს, რომელსაც ღრმა ფესვები აქვს, როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაში", - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები