24 მარტი 2025,   01:57
ვრცლად
ცხადია, რომ ადამიანი აუცილებლად საჭიროებს დღეს გათავისუფლებას - ლანა გალდავა მზია ამაღლობელზე

"ვაგრძელებთ მოწოდებას, რომ მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული", - ევროკავშირის ელჩის ეს განცხადება პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში.

"ქართულ ოცნებაში" ელჩს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ჰერჩინსკის პირველ რიგში უნდა გაეკეთებინა მოწოდება შიმშილობის შეწყვეტისკენ, თუმცა ამის შესახებ არაფერი არ უთქვამს. მმართველ გუნდში თვლიან, რომ ელჩმა საკუთარი აზრი დიპლომატიური ეტიკეტის ფარგლებში უნდა გამოთქვას.

შეფასებები კეთდება ოპოზიციურ სპექტრშიც - "ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვისში" ამბობენ, რომ მზია ამაღლობელი აუცილებად საჭიროებს დღეს გათავისუფლებას.

"თავს ვერც მივცემთ იმის უფლებას, რომ ადამიანი, რომელიც პოლიტიკურ აქტს ახორციელებს იმის გამო, რომ უსამართლოდ ისჯება, მას რამე ვუთხრათ კიდევ დამატებით, მაგრამ ცხადია, რომ ადამიანი აუცილებლად საჭიროებს დღეს გათავისუფლებას", - აცხადებს "ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" ლანა გალდავა.

დღის ამბები