24 მარტი 2025,   00:55
ვრცლად
არ ვიცი კონკრეტულად ერთი ადამიანის აზრი რამდენად არის მთავარი - თეონა აქუბარდია ჰელანდის განცხადებაზე

თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა ტერე ჰელანდის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ ევროპამ უნდა იმოქმედოს, საქართველო კი ბრძოლის ველია. ჰელანდის განცხადება შეაფასეს ოპოზიციაშიც.

პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, ერთი ადამიანის მოსაზრება დიდად მნიშვნელოვანი არ არის.

"არ ვიცი კონკრეტულად ერთი ადამიანის აზრი რამდენად არის მთავარი. მე შემიძლია გითხრათ, რომ ივანიშვილი უკვე დასანქცირებულია", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ჰელანდის განცხადების ნაწილი საქართველოსთან დაკავშირებით, უბრალოდ არის იმაზე აქცენტის გაკეთება, რასაც ჩვენი ყველა საერთაშორისო პარტნიორი აცხადებს.

"ეს გეგმა არ გახლავთ, ეს არის პოლიტიკური მოცემულობა. საერთაშორისო საზოგადოება და დასავლური სამყარო ქართველი ხალხის გვერდით დგას და ეს განცხადება ამ კონტექსტშია აღსაქმელი. ევროპა და ამერიკა თავის ურთიერთობებს თვითონ უკეთ გაარკვევენ. ჰელანდის განცხადების ნაწილი საქართველოსთან დაკავშირებით, უბრალოდ არის იმაზე აქცენტის გაკეთება, რასაც ჩვენი ყველა საერთაშორისო პარტნიორი აცხადებს", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

დღის ამბები