
ომბუდსმენის, ლევან იოსელიანის განცხადებით, სახალხო დამცველის უწყებამ, სასამართლოს მეგობრის მოსაზრების სახით მიმართა, რათა მზია ამაღლობელისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა სხვა ღონისძიებით შეეცვალა.
რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, იოსელიანის თქმით, ექიმთა ჯგუფის მიერ უწყვეტად მიმდინარეობს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი.
"მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვახორციელებთ უწყვეტ მონიტორინგს. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ შევქმენით ექიმთ ჯგუფი ე.წ. კონსილიუმი, რომელიც პერიოდულად შედის და ამონიტორინგებს იმ კვლევებს, რასაც "ვივამედში" აქვს ადგილი და ამას ვაცნობთ საზოგადოებას.
ქალბატონი მზიას პატიმრობას რაც შეეხება, საზოგადოებისთვის, ცნობილია, რომ მივმართეთ სასამართლოს, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით, სადაც მისი პატიმრობის მართებულობაზე ვისაუბრეთ. ის მტკიცებულებები, რომელიც პროკურატურამ წარადგინა იქნას კიდევ ერთხელ გადასინჯული იმისთვის, რომ ეს აღკვეთის ღონისძიება იქნას შეცვლილი და ქალბატონი მზიას მიმართ გამოყენებული იქნას სხვა აღმკვეთი ღონისძიება.
ვაგრძელებთ მუშაობას, მაგრამ ამ ეტაპზე, ძალიან მნიშვნელოვანია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.