24 მარტი 2025,   00:11
ვრცლად
"გავაგრძელებთ მკურნალობის პროცესს კლინიკის პირობებში" - ზურაბ ჩხაიძე მზია ამაღლობელზე

მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა. ამის შესახებ "ბათუმელების" რედაქტორმა, ეთერ თურაძემ კლინიკა "ვივამედთან"გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

სამედიცინო ცენტრ "ვივამედის" სამედიცინო დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, შიმშილის შეწყვეტის მიუხედავად, მზია ამაღლობელის მკურნალობის პროცესი კლინიკის პირობებში გაგრძელდება.

"ეს დღეებია ვცდილობდით მიგვეღწია ეს შეთანხმება. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მკურნალობის პროცესს კლინიკის პირობებში, რაც უკავშირდებ, თუნდაც პრევენციას ე.წ. რეფიდინგ სინდრომის. ეს არის ძალიან სერიოზული სინდრომი, რაც ვითარდება ხანგრძლივი შიმშილი შეწყვეტის შემდეგ განახლებულ კვებასთან, რაც უკავშირდება სხვადასხვა მეტაბოლურ დარღვევებს, ეს შეიძლება იყოს სითხის ცვლილებები, ნახშირწყლოვანი დარღვევები, ინსულინის ცვლილებები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს  ორგანიზმის სხვადასხვა უკმარისობები", - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

დღის ამბები