
ოპოზიციის წარმომადგენლები თბილისის აეროპორტში მომხდარ ინციდენტს ეხმაურებიან. კერძოდ, მიუნხენიდან დაბრუნებულ სალომე ზურაბიშვილს აეროპორტში სამოქალაქო აქტივისტები შეძახილებით დახვდნენ და კვერცხები ესროლეს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მომხდარი ფაქტის მიღმა "ქართულ ოცნებას" ხედავენ.
"სტრატეგის აღმაშენებელის" გენერალური მდივანი, პლატფორმა "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა", პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ ეს არის ხელისუფლების მიერ დაორგანიზებული ჯგუფის ქმედება.
"ეს არის ხელისუფლების ორგანიზებული ჯგუფების მიერ ვითომ პროტესტი. სინამდვილეში, ეს არის ფასიანი დაორგანიზებული პროტესტი იმისთვის, რომ ცრუ ნიუსები და ცრუ დღის წესრიგი შეიქმნას ქვეყანაში", - ამბობს პაატა მანჯგალაძე.
შეფასება გააკეთა პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრმა თეონა აქუბარდიამ.
"ასეთი მდაბიო ფორმით გადაწყვიტეს ახლა ახალი განზომილების წარმოჩინება. იმდენად შეშინებულია წარმატებული ვიზიტით, იქნებოდა ეს სალომე ზურაბიშვილის თუ გიორგი გახარიას, მაშინ როდესაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მათ არ ჩაესვლებოდათ", - ამბობს თეონა აქუბარდია.