
პოლონელმა მესაზღვრეებმა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის ოპერაციის ჩატარების დროს, ბალტიის ზღვის ფსკერზე 100 კილოგრამი, 15 მილიონი დოლარის ღირებულების კოკაინი აღმოაჩინეს.
ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.
ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეზე, 7 ადამიანი დააკავეს. დაკავებულებს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.