
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ფაქტია, რომ დღეს მსოფლიო მიდის იმ მიმართულებით და ტენდენციებით, რაზეც "ქართული ოცნება" დიდი ხანია საუბრობს.
მისი განმარტებით, მისასალმებელია და გასახარია ის განცხადებები, რაც კეთდება აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ, რაც გავლენას მოახდენს მსოფლიო პროცესებზე.
"ფაქტია, რომ დღეს მსოფლიო მიდის იმ მიმართულებით და ტენდენციებით, რაზეც ჩვენ დიდი ხანია უკვე ვსაუბრობთ. არ აქვს ალტერნატივა მშვიდობას. არ იქნება მშვიდობა და რასაკვირველია საქართველო ძალიან დიდი გამოწვევების და განსაცდელის წინაშე აღმოჩნდება. მშვიდობას არ ვგულისხმობ მხოლოდ საქართველოში ან კავკასიაში, მშვიდობა - ეს არის მსოფლიო პროცესებზე საუბარი. ყველა საკითხთან მიმართებაში ჩვენ ზუსტად ისეთი შეფასებები გვქონდა, როგორიც არის საქართველოს მოსახლეობის ინტერესების უდიდეს ნაწილშია. რა საკვირველია მისასალმებელია და გასახარია ის განცხადებები, რაც კეთდება აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ. ეს არის ყველაზე დიდი ქვეყანა, ყველაზე მძლავრი ქვეყანა და მისი ადმინისტრაციის პოზიციები მოახდენს გავლენას მსოფლიო პროცესებზე. ამის რესურსი ჩვენ არ გაგვაჩნდა", - განაცხადა გია ვოლსკიმ.