
"ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ახალი არ არის, რომ ოპოზიცია საქართველოში ომს უჭერდა მხარს და მმართველი გუნდი კი მხარს უჭერდა მშვიდობას.
მისი თქმით, ომის თავიდან აცილების საკითხთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" და დონალდ ტრამპის პოზიცია იდენტურია.
"ეს არ არის ახალი, რომ ოპოზიცია საქართველოში ომს უჭერდა მხარს და ჩვენ მხარს ვუჭერდით მშვიდობას. კარგად გვახსოვს, რომ მშვიდობაზე "კოლექტიურ ნაცმოძრაობას" აკანკალებდა. რა დროს მშვიდობაა, ჩვენ ახლა ომში უნდა ვიყოთ როგორ უკრაინააო აცხადებდნენ და რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს, რომლითაც დაუშვებელი უნდა ყოფილიყო ომი. ოდესაც ჩვენ ვსაუბრობდით და ვსაუბრობთ, რომ როგორც 2008 წლის ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა, იგივე თქვა ამერიკის პრეზიდენტმა დღეს უკრაინის ომზე, რომ ზელენსკის შეეძლო თავიდან აეცილებინა ეს ომი. აქაც ჩვენ აღმოვჩნდით მართლები. თუ კი ოდნავი შესაძლებლობა მაინც გაქვს ამის, ქვეყანა ომი უნდა აარიდო", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.