19 მარტი 2025,   23:44
ვრცლად
"სამართალი იმარჯვებს, რაც უფრო ნაკლები იქნება ასეთი შავი ფულით დაფინანსება, მით მეტი უსაფრთხოება იქნება, მათ შორის საქართველოში" - გურამ მაჭარაშვილი USAID-ის დახურულ პროექტებზე

საქართველოში ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტები იხურება. არსებული ინფორმაციით, USAID-მა დახურა "ენდიაის", "აირაის", "ისფედისა" და "აიეფიესის" საარჩევნო პროექტები. ამ ორგანიზაციებში, შტატების ახალი ადმინისტრაციის გადაწყვეტილების შესახებ, ამ ეტაპზე არ საუბრობენ.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ გადაწყვეტილებით - დაიხუროს ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტები, "სამართალი იმარჯვებს":

"შეიძლება ითქვას, რომ სამართალი იმარჯვებს. ის, რასაც NGO-ები საუბრობდნენ და ტყუილებს ლაპარაკობდნენ მათ შორის ჩვენზე - ვითომ გამჭვირვალობის კანონით გვინდოდა არასამთავრობოების დახურვა, ეს არ აღმოჩნდა სიმართლე, მაგრამ სიმართლეა ის, რომ თავად ამერიკის პრეზიდენტის ბრძანებამ ნამდვილად დახურა არასამთავრობო სექტორი და ახლა, ხმას არ იღებს არცერთი. რაც უფრო ნაკლები იქნება ასეთი შავი ფულით დაფინანსება, მით მეტი უსაფრთხოება იქნება მათ შორის საქართველოში. ეს არის ძალიან კარგი. იმედი მაქვს, რომ არც გაგრძელდება მომავალში ასეთი ტიპის რადიკალური პროცესების დაფინანსება,"- აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები