
"ტვ პირველის" ოპერატორის დაკავებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებმა შეკითხვა დაუსვეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ლაშა ჯიოშვილი აქციაზე სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა და პლაკატით იდგა. კანონი კი, მათივე თქმით, ყველა პროფესიის წარმომადგენელს თანაბრად ეხება.
"პოლიციას აქვს სხვადასხვა დანაყოფი - ვიღაცას ფორმა აცვია, ვიღაცას სამოქალაქო, ჩვეულებრივი ტანსაცმელი. ისინი ეცნობიან, როგორც პოლიციელი და წარუდგენენ თავიანთ საბუთს. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნებოდა. თუ ეს პირი ფიქრობს, რომ მისი უფლებები დარღვეულია, შეუძლია მიმართოს სასამართლოს. მე გადავამოწმე და ეს პიროვნება იქ კამერით არ მდგარა, ის იდგა ბანერით", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი.