20 მარტი 2025,   00:03
ვრცლად
"დააშავა და ამასთან დაკავშირებით პასუხი უნდა აგოს, თუ არ დაუშავებია, რასაკვირველია მტკიცებულებათა გარკვეული ნაკრები უნდა არსებობდეს" - გიორგი ვოლსკი "ტვ პირველის" ოპერატორის დაკავებაზე

"ტვ პირველის" ოპერატორის დაკავებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებმა შეკითხვა დაუსვეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ლაშა ჯიოშვილი აქციაზე სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა და პლაკატით იდგა. კანონი კი, მათივე თქმით, ყველა პროფესიის წარმომადგენელს თანაბრად ეხება.

"როდესაც თქვენი პოლიტიკური ლიდერშიპის წარმომადგენლები ადამიანს აკავებდნენ, პირდაპირ უნიღბოდ იჭერდნენ, მიჰყავდათ სასაფლაოზე და კლავდნენ, ამით უნდა გაარჩიოთ, ისინი პოლიციელები იყვნენ, კანონს ემსახურებოდნენ, თუ ემსახურებოდნენ კონკრეტულ ინტერესს და იმ სადისტურ სისტემას, რომელიც თქვენმა პოლიტიკურმა ლიდერებმა შექმნეს. რა დააშავა ადამიანმა - ამაზეა საუბარი და არა იმაზე, თუ რა პროფესიის არის. დააშავა და ამასთან დაკავშირებით პასუხი უნდა აგოს, თუ არ დაუშავებია, რასაკვირველია მტკიცებულებათა გარკვეული ნაკრები უნდა არსებობდეს, რაც მისი ბრალეულობის დამადასტურებელი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკანონობა იქნება ასეთი ნაბიჯი,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.

დღის ამბები