19 მარტი 2025,   22:36
ვრცლად
საფრანგეთი უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხზე მორიგ შეხვედრას უმასპინძლებს

საფრანგეთი უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ მეორე შეხვედრას უმასპინძლებს, რომელსაც ევროპელი ლიდერები დაესწრებიან, - ამის შესახებ BBC წერს.

ბრიტანული მაუწყებლის ცნობით, ღონისძიება რამდენიმე საათში დაიწყება და მასში დაახლოებით 15 სახელმწიფოს ლიდერი ჩაერთვება, უმეტესობა - ონლაინ.

ცნობისთვის, საფრანგეთმა უკრაინის უსაფრთხოების საკითხზე საგანგებო შეხვედრას ორი დღის წინაც უმასპინძლა. მასში მონაწილეობა მიიღეს დიდი ბრიტანეთის, გერმანის, იტალიის, პოლონეთის, ესპანეთის, დანიის, ნიდერლანდების წარმომადგენლებმა, ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმაღლესი თანამდებობის პირებმა.

სახელმწიფოებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ უფრო მეტს დახარჯავდნენ საკუთარ თავდაცვაზე. ამასთან, შეთანხმდნენ, რომ უკრაინა ყველა დონის მოლაპარაკებებში უნდა იყოს ჩართული.

დღის ამბები