
ლამაზი სიტყვებით იქ [ტრენინგის თემაში] რაღაცას ჩაწერენ და შემდეგ რეალურად გვევლინება პოლიციის დაწვა, თავის გატეხვა, "არა რუსულ კანონზე" კივილ-წივილი. ასე ფინანსდება ის ე.წ. აქტივიზმი, რომელიც სინამდვილეში არის მაიდნის გადამღერებული სცენარი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
"ევროკავშირის ფონდებზე უნდათ გადატანა იმ მავნებლური გეგმების დაფინანსება, რასაც USAID-ი აფინანსებდა. თქვენ წარმოიდგინეთ 41.7 მილიონი დოლარიდან, რომელიც უკანასკნელ მოკლევადიან პერიოდში USAID-მა საქართველოში დახარჯა, 15 მილიონი დოლარი გამოყოფილი იყო ახალგაზრდული მიმართულებით. ანუ ახალგაზრდა ადამიანებს აფინანსებდნენ, რომლებიც პრაქტიკულად ტრენინგდებოდნენ, რომ შემდეგ მერე ვიღაცას დოლი შეეძინა, ვიღაცას - საყვირი, ვიღაცას პლაკატი დაებეჭდა, გამოეკრა, როგორც „tvპირველის“ ოპერატორი იღებს ფულს თურმე. წეღან სანამ აქ მოვიდოდი, ხუთი წუთით ადრე ვნახე ე.წ. ახალი ამბავი, რომ იღებს ფულს, რომ დაიჭიროს რაღაც მდაბიო, ყველაზე საშინელი, საზიზღარი, ამაზრზენი ფორმით პლაკატი ხელში თუ გააპროტესტოს ამ ფორმით. დღემდე რომ ჩამოყალიბებულან, ჟურნალისტები არიან, თუ აქტივისტები. ხან აქტივისტის როლს ასრულებენ, ხან ჟურნალისტის და ხან ოპერატორის. ამაში იხარჯება ეს ფული. ფული, რომელიც გადაეცემოდა "ტვ პირველის" ოპერატორს, ხმარდება იმას, რომ შემდეგ მან ვიღაც დაარწმუნოს, როგორი გულწრფელი პროტესტით არის აღვსილი, რომ საქართველო ჩელიაბინსკში იღვიძებს და როგორი სამშობლოს მოყვარულია.
ხომ გახსოვთ ერთ-ერთი ტრენინგი ლგბტ პირების საჭიროებაზე რომ იყო და მეორე პირმა თქვა შშმ პირების უფლებებზე ვსაუბრობდითო, მესამემ - ხანდაზმული ადამიანების უფლებებზე ვსაუბრობდითო. რეალურად, რევოლუციურ გეგმებზე საუბრობდნენ. ლამაზი სიტყვებით იქ [ტრენინგის თემაში] რაღაცას ჩაწერენ და შემდეგ რეალურად გვევლინება პოლიციის დაწვა, თავის გატეხვა, "არა რუსულ კანონზე" კივილ-წივილი. ასე ფინანსდება ის ე.წ. აქტივიზმი, რომელიც სინამდვილეში არის მაიდნის გადამღერებული სცენარი", - აღნიშნა მდინარაძემ.