
მარი-აგნეს შტრაკ-ციმერმანის განცხადებით, ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხაელ როთსა და ევროპულ საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელს, ანტონ ჰოფრეიტერს არაპატრიოტი, პროვინციელი და ჩასვრ*** უწოდა.
გერმანიის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე და ამჟამად ევროპარლამენტარი შტრაკ-ციმერმანი სოციალურ ქსელში წერს, რომ შემთხვევა ერთი წლის წინ მოხდა.
"ერთი წლის წინ ცნობილი გახდა, რომ ოლაფ შოლცმა უკრაინის მომხრეებს - მიხაელ როთს, ტონი ჰოფრეიტერს და მე არაპატრიოტი, პროვინციელი, ჩასვრ*** გვიწოდა. სავარაუდოდ, მას ეს ინციდენტი აღარ ახსოვს. დარჩა კითხვები?", - წერს X-ზე მარი-აგნეს შტრაკ-ციმერმანი.