
"ქართული ოცნება" ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სემინარის უკან მავნე მიზნებს ხედავს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ მმართველი გუნდი დღემდე ითხოვს ევროკავშირისგან, გაასაჯაროოს EED-ის დაფინანსება, რომელიც მსგავს აქტივობებს აფინანსებს.
"ბოლო წლების განმავლობაში ასეთი ტიპის ტრენინგები არ ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ჩვენ დღემდე ვთხოვთ ევროკავშირს, რომ გაასაჯაროონ, მაგალითად, EED-ის დაფინანსება, რომელიც ყველაზე მსხვილი დონორი ორგანიზაცია და აფინანსებს ასეთი ტიპის აქტივობებს და ენჯეო ორგანიზაციებს. თუ ეს ყველაფერი, რასაც ისინი აფინანსებდნენ, ემსახურება კეთილ საქმეს, მაშინ ჩვენ გვიჩნდება კითხვის ნიშნები, რატომ არ ასაჯაროებენ," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.