
ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგ პაკეტზე შეთანხმებას მიაღწიეს - პაკეტი უკრაინაში რუსეთის შეჭრის მესამე წლისთავისთვის იყო შემუშავებული. ახალი სანქციები "სვიფტის" ელექტრონული სისტემიდან გათიშავს 13 რუსულ ბანკს და 8 რუსულ მედიას, ლიცენზიას შეუჩერებს. რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ეკონომიკური ზომები მოიცავს პირველადი ალუმინის იმპორტის აკრძალვას.
მედიის ცნობით, ამასთან ერთად, ევროკავშირი შავ სიაში იმ 73 გემს შეიყვანს, რომლებიც შესაძლოა რუსეთის "ჩრდილოვან ფლოტს" წარმოადგენდეს. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტის შესახებ განცხადება გაავრცელა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში სპეციალურმა წარმომადგენელმა.
"კრემლი ჩვენს სიმტკიცეს ვერ გატეხს", - წერს კაია კალასი.