20 მარტი 2025,   00:06
ვრცლად
რა ფაქტორებმა განაპირობა საქართველოში უმუშევრობის დონის ისტორიულ მინიმუმამდე შემცირება - მთავრობის საფინანსო გუნდის შეფასება და გეგმები

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2024 წლის მეოთხე კვარტალში, დაქირავებით დასაქმებულების რაოდენობა 20 ათასით, 2.1%-ით გაიზარდა და 978 500 გახდა, თვითდასაქმებულთა რიცხვმა კი თითქმის 20 ათასით - 4.8%-ით მოიმატა და 433 500 შეადგინა. ამ პერიოდში უმუშევრობა 14.7 ათასით, 5.9 %-ით შემცირდა.

უმუშევრობის დონის შემცირებაში დიდი წვლილი მიუძღვით იმ კომპანიებს, რომლებიც დღეს ბაზარზე ოპერირებენ და სხვადასხვა სფეროში, მოთხოვნების შესაბამისად, კვალიფიციური კადრების მომზადებაზე ზრუნავენ.

საქართველოში უმუშევრობის დონის ისტორიულ მინიმუმამდე შემცირებას მთავრობის საფინანსო გუნდში აფასებენ და ამბობენ, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა დასაქმების კუთხით მყარ მაჩვენებელს უზრუნველყოფს.

ლიდერი გლობალურ ბაზარზე ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით და შრომის ბაზარზე არსებული პირობების გაუმჯობესება - ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ ქვეყანაში დასაქმებული ადამიანების რაოდენობის ზრდა შრომის ბაზრის სტრუქტურულ გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, 2025 წლის იანვარში, საგარეო ვაჭრობის მონაცემიც გამოაქვეყნა. წინასწარი შედეგის მიხედვით, ახალი წლის პირველ თვეში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 39.3 პროცენტით გაიზარდა.

დღის ამბები