28 მარტი 2025,   16:34
ვრცლად
ნოროვირუსის ეპიდემია საკრუიზო გემ Princess Cruises-ზე - ინფიცირებულია ათეულობით მგზავრი და ეკიპაჟის წევრი

საკრუიზო გემ Princess Cruises-ზე ნოროვირუსის ეპიდემიის გამო, ათეულობით მგზავრი და ეკიპაჟის წევრი დაავადდა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ინფიცირებული მგზავრები და ეკიპაჟის წევრები თითქმის სამ კვირიანი მოგზაურობის დროს იზოლირებულები იყვნენ.

გემი კალიფორნიის სანაპიროდან 21 თებერვალს გავიდა, რის შემდეგაც ბორტზე მყოფი 1000-ზე მეტი მგზავრიდან ვირუსი 69 მათგანს აღმოაჩნდა. ასევე, ეკიპაჟის 895 წევრიდან 13 ინფიცირებული აღმოჩნდა.

გემი ლოს-ანჯელესიდან ფორტ-ლოდერდეილში მიემართებოდა და გზად მექსიკის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე პორტებში შედიოდა, სანამ პანამის არხის გავლით კარიბის ზღვაში გავიდოდა.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) თანახმად, საკრუიზო გემ Coral Princess-ზე წელს ეს ვირუსის მეორე აფეთქებაა. ვირუსის პირველი ეპიდემია იანვარში დაფიქსირდა.

დღის ამბები