28 მარტი 2025,   15:46
ვრცლად
ანტინარკოტიკული რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებების განხილვას, პარლამენტი ხვალიდან იწყებს - რა სანქციების ამოქმედებაა გათვალისწინებული მომხმარებლებისთვის

ანტინარკოტიკული რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებების განხილვას, პარლამენტი ხვალიდან იწყებს. საკანონმდებლო ინიციატივა 2 ძირითად პრინციპს ეყრდნობა - შეძლებისდაგვარად ჰუმანური დამოკიდებულება მომხმარებლების მიმართ, ხოლო რეალიზატორის წინააღმდეგ მაქსიმალური სიმკაცრე.

ნარკოტიკების გასაღება და მოხმარება, რომ სერიოზული გამოწვევაა ამაზე ოპოზიცია ვერ დაობს, თუმცა კითხვები მაინც აქვთ. ხელისუფლების ოპონენტები იმ ნორმებს არ იზიარებენ, რომელიც საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვითაა წარმოდგენილი.

ცვლილებების ინიციატორების განმარტებით ანტინარკოტიკული რეფორმის ფარგლებში მომზადებული სიახლეები, არა დევნაზე ორიენტირებული, არამედ სამართლიანი და ეფექტური გზაა პრობლემასთან გასამკლავებლად.

კანონში ცვლილების მიხედვით, ნარკოტიკული თრობის დასადგენად სამართალდამცველი მოქალაქეს ნარკოტესტის ჩატარებას სთავაზობს. თუ პირი უარს იტყვის და არც თავად წარადგენს შესაბამის დასკვნას, ეს თავის არიდებად ჩაითვლება და იგივე სანქცია დაუწესდება, რაც ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფ ნებისმიერ პირს. თუმცა კანონი ბევრად მკაცრი იქნება ე.წ. გამსაღებლების მიმართ. უმკაცრესი ზომები ამოქმედდება ე.წ. დამდებების მიმართაც.

დღის ამბები