28 მარტი 2025,   16:19
ვრცლად
ვინ დახვდება ამომრჩეველს მუნიციპალური არჩევნების საარჩევნო ბიულეტენში - რას აპირებენ ოპოზიციური პარტიები და რას ურჩევს მათ მმართველი გუნდი

ერთადერთი არჩევნები, რომელიც წელს ჩატარდება - იქნება თვითმმართველობის არჩევნები - ასე წერია კანონმდებლობაში შავით თეთრზე და ამას ამბობენ საპარლამენტო უმრავლესობაშიც, სადაც ოპონენტებს მოუწოდებენ 2025 წლის ოქტომბრისთვის მოემზადონ.

თვითმმართველობის არჩევნების მოახლოების მიუხედავად, ოპოზიციის დღის წესრიგში კვლავ საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნის მოთხოვნაა. იქამდე მისასვლელი გზა კი, პროტესტი და ყოველდღიური აქციები. ოპოზიციის ნაწილს მიიღებს თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მკაფიო პასუხი - არ აქვს.

"ლელოს," "ახალისა" და გახარიას პარტიისგან განსხვავებით, "გირჩს" პოზიცია უკვე შეჯერებული აქვს. პარლამენტს მიღმა დარჩენილი ოპოზიციური პარტია 4 ოქტომბერს საკრებულოს მანდატებისთვის იბრძოლებს.

"გირჩის" მსგავსად, საბოლოო გადაწყვეტილება უკვე იციან კოალიცია - "ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობაში," ისინი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ.

საპარლამენტო უმრავლესობისთვის თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის მთავარი პირობა, უცხოეთიდან
მიღებული დირექტივებია. მათი თქმით, სწორედ გარე ძალებისგან მიღებულ დავალებაზეა დამოკიდებული ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის ჩართვა არ ჩართვის საკითხი.

ვინ დახვდება ამომრჩეველს მუნიციპალური არჩევნების საარჩევნო ბიულეტენში ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, რაც უკვე ჩანიშნულია ეს არჩევნების თარიღია - 4 ოქტომბერი. თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ ინიშნება ქვეყნის მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტში ჩატარდება.


ავტორი: კესო ქაფიანიძე

დღის ამბები