24 მარტი 2025,   01:40
ვრცლად
ძალა, რომელიც პროვოცირებას უკეთებს ომებს, ამზადებს რევოლუციებს - "ქართული ოცნებაში" ამბობენ, რომ ვაშინგტონსა და თბილისს შორის ურთიერთობა "დიფ სთეითმა" გააფუჭა

სახელმწიფო სახელმწიფოებში - ძალა, რომელიც პროვოცირებას უკეთებს ომებს, ამზადებს რევოლუციებს, ცვლის რეჟიმებს, აქვს გავლენა, ფული და მედია. "ქართული ოცნება" თვლის, რომ სწორედ "დიფ სთეითმა" გააფუჭა ურთიერთობა ვაშინგტონსა და თბილისს შორის, მისი აღდგენა კი ახლა მხოლოდ დონალდ ტრამპის ხელშია.

დიფ სთეითის" დემონტაჟის პერსპექტივასა და შედეგებზე პარლამენტის თავმჯდომარემ ვრცლად ჯერ "ღამის კურიერში", მოგვიანებით კი მედიასთანაც ისაუბრა. შეძლებს თუ არა დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჩრდილოვანი მმართველობის დამარცხებას? - შალვა პაპუაშვილის თქმით, ტესტი საქართველოსთან პარტნიორული ურთიერთობების აღდგენა იქნება. 

"დიფ სთეითთან" ბრძოლა რომ ჯერ კიდევ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირება იყო, ოპოზიციაში არ უარყოფენ. თუმცა ამბობენ, რომ ამ საკითხს "ქართული ოცნება" პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს და საკუთარ განცხადებებს ფაქტებით ვერ ადასტურებს.

ოპოზიციის პოზიცია მმართველ გუნდს არ უკვირს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ სწორედ "დიფ სთეითის" დაკვეთით მოქმედებენ მათი ოპონენტები, რომლებიც არაფორმალურ ძალებს საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდებათ.

ჩრდილოვან გავლენებზე დისკუსია ამერიკაშიც გრძელდება. "დიფ სთეითის" დემონტაჟის მოტივით ტრამპის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება სამთავრობო უწყებებიდან, სწორედ ბიუროკრატების გათავისუფლებას ეხებოდა.

 

დღის ამბები