საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას ხელბურთელთა ეროვნული ნაკრებების თამაშს დაესწრო.
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩი “თბილისი არენაზე” საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 28:26 დასრულდა.