
ბელგრადში, საპროტესტო მსვლელობისას, ავტომობილი ხალხში შევარდა, დაშავებულია 3 ადამიანი.
პოლიციამ BMW-ს მარკის ავტომობილის 50 წლის მძღოლი დააკავა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
დღეს სერბეთის დედაქალაქში მთავრობის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. სხვადასხვა ქალაქიდან, ბელგრადში ათასობით დემონსტრანტი ჩავიდა.