19 აპრილი 2025,   22:17
ვრცლად
აშშ-ის სენატმა ფედერალური მთავრობის დაფინანსების კანონპროექტი მიიღო და ე.წ. შათდაუნი თავიდან აიცილა - CNN

აშშ-ის სენატმა ფედერალური მთავრობის დაფინანსების კანონპროექტი მიიღო და ე.წ. შათდაუნი თავიდან აიცილა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

კანონპროექტს მხარი 54-მა სენატორმა დაუჭირა, ხოლო 46 წინააღმდეგი წავიდა.

ცნობისთვის, კანონპროექტი აშშ-ის მთავრობის დაფინანსებას 2025 წლის 30 სექტემბრამდე ითვალისწინებს.

დღის ამბები