
ჩრდილოეთ მაკედონიაში კლუბში გაჩენილ ხანძარს 51 სიცოცხლე ემსხვერპლა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიან.
ხანძარი ქალაქ კოჩანში, დილის 3 საათზე გაჩნდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სავარაუდო გამომწვევი მიზეზი სცენაზე გამოყენებული პიროტექნიკა გახდა. ადგილზე მიმდინარეობს სახანძრო და სამაშველო სამუშაოები.