
აშშ-ში ძლიერი შტორმისა და ტორნადოების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ექვს შტატში 34-მდე გაიზარდა. სტიქიის შედეგად მსხვერპლი მისურის, არკანზასის, ტეხასისა და ოკლაჰომის შტატებში დაფიქსირდა, სადაც კიდევ უფრო მძიმე მეტეოროლოგიურ პირობებს პროგნოზირებენ.
მოსალოდნელი საფრთხის შესახებ უკვე გამოცხადდა ცენტრალურ მისისიპიში, აღმოსავლეთ ლუიზიანასა და დასავლეთ ტენესიში.
საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ჯორჯიის შტატის გუბერნატორმა. მედიის ინფორმაციით, მოსალოდნელია სეტყვა, ძლიერი ქარი და წყალდიდობა.