
ანტინარკოტიკული რეფორმის ფარგლებში შემუშავებულ ცვლილებებს დღეს საპარლამენტო კომიტეტებში განიხილავენ. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ აქამდე მოქმედმა ლიბერალურმა კანონმა შედეგი ვერ გამოიღო და საჭირო გახდა მისი გამკაცრება.
ცვლილების მიხედვით, თუ პირს ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტი დაუდასტურდება ან უარს იტყვის შემოწმებაზე, მას ადმინისტრაციულ ჯარიმასთან ერთად, 3 წლით მართვის მოწმობა ჩამოერთმევა, 5 წლის განმავლობაში კი ვერ იმუშავებს საჯარო სამსახურსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა ლომინაძის განცხადებით, კანონის გამკაცრების პარალელურად, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია მოხდება.
"ვამკაცრებთ ჩვენს პოლიტიკას გადამზიდავების მიმართულებით, იგივე ვინც აწარმოებს ამ ნარკოტიკულ საშუალებას, რეალიზატორების მიმართ. მაქსიმალური ჩართულობა იქნება ყველა დეპუტატის, ასვე საზოგადოების, რათა მივიღოთ ისეთ პოლიტიკა სახელმწიფოში, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი თანამემამულეების გაჯანსაღებას, ჯანსაღი ცხვრების წესის დაბრუნებას", - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.