22 აპრილი 2025,   13:15
ვრცლად
რუსთავში მოდებაძის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო

რუსთავში, კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი- მოდებაძის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. საავტომობილო გზა, 21 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე კეთდება.

პროექტის ფარგლებში განსაზღვრულია ველო ბილიკების, მწვანე არეალების, სანიაღვრე ქსელის, ახალი გარე განათების, ტრანსპორტის მოსაცდელებისა და დასასვენებელი სივრცეების მოწყობაც.

მოდებაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია, შემოდგომაზე უნდა დასრულდეს.

დღის ამბები