
ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთით მდებარე შტატები სტიქიური უბედურების ზონაა. ძლიერ ქარს მსხვერპლი მოჰყვა. განადგურებულია საცხოვრებელი სახლები, 300 000 მოქალაქე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
ყველაზე რთული ვითარება მისურისა და ჯორჯიის შტატებშია - განადგურებულია ინფრასტრუქტურა. სტიქიის შედეგად დაღუპულია ორი ადამიანი. სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს ალაბამაში.