
"ქართული ოცნების" ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ჟურნალისტებთან განმარტა, მიმდინარე კვირაში პარლამენტი მეორე მოსმენით მიიღებს ამერიკული FARA-ს, მედიის შესახებ კანონებს, ასევე სამშობლოს ღალატის შსახებ მუხლის აღდგენიც ინიციატივას. ასევე პირველი მოსმენით კენჭი ეყრება ანტინარკოტიკულ რეფორმას.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, "მაუწყებლობის შესახებ" კანონი გავრცელდება მაუწყებლების ვებ-გვერდებსა და სოციალურ ქსელებზე, მაგრამ არ გავრცელდება ონლაინ მედიაზე.
ასევე, ცნობილი გახდა, რომ სისხლის სამართლის კოდექსში ნარკოდანაშაულთან მიმართებაში სასჯელის სახით განისაზღვრება მკურნალობა.