
შვედეთში ეკოაქტივისტებმა "ტესლას" ორ მაღაზიას საღებავი შეასხეს. შემთხვევა ორ ქალაქში სტოკჰოლმსა და მალმოში მოხდა.
აქტივისტების განმარტებით, მათი ქმედების საფუძველი ილონ მასკის ბოლო დროინდელი "ანტიდემოკრატიულ ქმედებები და განცხადებებია" - ეკოაქტივისტების მიზანია ამ განცხადებების მიმართ საზოგადოების ყურადღების მიპყრობა.
ავტომობილების შოურუმების წინ გამართულ პროტესტს შვედეთის პროფკავშირებიც შეუერთდნენ.