17 მაისი 2025,   06:09
ვრცლად
Byline Times-ის სტატია, სადაც ავტორი ბიძინა ივანიშვილის რუსულ კავშირებზე მიანიშნებს, შეკვეთილი და დაფინანსებულია სოროსის ფონდის მიერ

ბრიტანული გამოცემა Byline Times აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით - "მოსკოვის კავშირები ქართულ რეჟიმთან კენსინგტონისა და ჩელსის გავლით გადიოდა".

სტატიის ბოლოში მითითებულია რომ მასალა მომზადდა სოროსის ფონდის დაფინანსებით. 

ამონარიდი ციტატიდან - "ამ სტატიის კვლევა და რეპორტაჟი მხარდაჭერილი იყო სამოქალაქო საზოგადოების ფონდის (ყოფილი საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი) გრანტით, თბილისში დაფუძნებული ანალიტიკური ცენტრის Civil Idea-ს მეშვეობით", - მითითებულია სტატიის ბოლოში.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, გამოცემა ეყრდნობა სერგი კაპანაძის და ნატალია საბანიძის მიერ მიწოდებულ ინფორმაციებს. 

"ივანიშვილმა გაანადგურა ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი საუკეთესო რუსული მეთოდის გამოყენებით, დააპატიმრა ოპოზიცია, დაიპყრო სასამართლოები და ხელისუფლების ყველა შტო, სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმების პარალელურად“, - ეს ციტატა "ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ წევრ სერგი კაპანაძეს ეკუთვნის, რომელსაც სტატიაში ცენტრალური როლი აკისრია.

 

"თუკი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, რომ სანქციები უნდა იყოს მიმართული არა მხოლოდ ივანიშვილზე, არამედ ძირითად ხელშემწყობთა უფრო ფართო ჯგუფზე, მაშინ "იმედი“ აუცილებლად მოხვდება ამ კატეგორიაში“, - აცხადებს საბანაძე.

 

 

დღის ამბები