
თურქეთში, ავარიის შედეგად 23 ადამიანი დაშავდა. თურქული მედიის ცნობით, ავტობუსი, რომელსაც ქარხნის თანამშრომლები გადაჰყავდა, გზიდან გადავიდა და თხრილში ჩავარდა.
მედიის ცნობით, ადგილზე დიდი რაოდენობით სასწრაფო დახმარების სახანძრო-სამაშველო და პოლიციის ბრიგადები იყო მობილიზებული. დაშავებულებს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ავარიის საქმეზე დაწყებულია გამოძიება.