
ტრამპის მიერ ქვეყნებისთვის დაწესებულ ტარიფებს, ამერიკულ ბირჟებზე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ინდექსების ყველაზე დიდი ვარდნა მოჰყვა.
"ასოშიეითედ პრესის" ინფორმაციით, ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილების შემდეგ, აქციების ფასების კლებამ, ეკონომიკის ყველა სფერო მოიცვა. დაეცა ავიაკომპანიების, კვების ქსელებისა და ბანკების აქციების ღირებულება, ასევე ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ელექტრონული მოწყობილობების მწარმოებელი კომპანიების და სავაჭრო ქსელების აქციების ფასებიც.
"ბლუმბერგის" რეიტინგის მონაცემებით, მსოფლიოს 500-მა უმდიდრესმა ბიზნესმენმა 208 მილიარდი დოლარი დაკარგა.