
საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას, გრიგოლ ლილუაშვილის ნაცვლად კახაბერ გულედანი დაიკავებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, გრიგოლ ლილუაშვილთან კონსულტაციების შედეგად გაირკვა, რომ არსებობდა განსხვავებული მიდგომები სამინისტროს საქმიანობის პრინციპებთან, მათ შორის სამინისტროში გასატარებელ საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით. რაც შეეხება კახა გულედანს - ის თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
"ბატონო ირაკლი უღრმესი მადლობა ნდობისთვის. ეს ნდობა მანიჭებს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, ამ ახალ გამოწვევებს და ამ ახალ პასუხისმგებლობას შევეცდები გუნდთან ერთად ღირსეულად გავართვა თავი," - აცხადებს საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრობის კანდიდატი კახაბერ გულედანი.