
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც საშუალებას აძლევს TikTok-ს ქვეყანაში 75 დღის განმავლობაში განაგრძოს მუშაობა, რათა დასრულდეს შეთანხმება სერვისის რესტრუქტურიზაციის შესახებ.
"ჩემი ადმინისტრაცია მუშაობს TikTok-ის გადასარჩენად შეთანხმებაზე და ჩვენ მივაღწიეთ უზარმაზარ პროგრესს," - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
როგორც ტრამპი აცხადებს, ყველა სამართლებრივი პროცედურის დასრულებას მეტი დრო სჭირდება.
პრეზიდენტმა ტრამპმა ჩინეთთან კეთილსინდისიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.
ცნობისთვის, სოციალური მედიის პლატფორმა, რომელსაც აშშ-ში 170 მილიონი ადამიანი იყენებს, თავდაპირველად ტრამპის გაპრეზიდენტებამდე რამდენიმე საათით გაჩერდა, რადგან აპლიკაცია კონგრესის მიერ მიღებული კანონის შემდეგ, აშშ-ში ოპერირებას წყვეტდა.