
ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, საქართველო ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. განახლებული მონაცემები აზიის განვითარების ბანკმა გამოაქვეყნა. ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 2025 წელს 6%-ით გაიზრდება. მიმოხილვის მიხედვით, 2025-26 წლებში, საქართველოს ეკონომიკა ჯამურად 11%-ს გადააჭარბებს.
საქართველოს ეკონომიკურ პროგრესზე, პოზიციას არ ცვლის ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები, საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ რიცხვებშიც მანიპულაციას ხედავენ.
გეოპოლიტიკური რისკების ფონზე, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივაზე საუბრობენ მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობაში აქცენტს საბიუჯეტო შემოსავლების ზრდაზე აკეთებენ.
საქართველოს ეკონომიკა რომ, დიდი ალბათობით, 6%-იან პროგნოზს გადააჭარბებს, საუბრობს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მთავრობა საზოგადოებას ამ მიმართულებით დამატებით ინიციატივებსაც წარუდგენს.
საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ გამოქვეყნებული პროგნოზის ფონზე, "საქსტატის" მონაცემების მიხედვით, საქართველომ 2025 წელი ეკონომიკური აქტივობის მაღალი ზრდით და დადებითი დინამიკით დაიწყო.