
სახელმწიფო ბიუჯეტის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, დღგ-ს ყალბი დეკლარაციების დამზადება-გამოყენების გზით, კომპანიას შეუქმნა ყალბი აქტივი და მოტყუებით დაეუფლა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ, 639 684 ლარს.
დანაშაული 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.