24 მაისი 2025,   16:05
ვრცლად
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გასაცემი მიკროკრედიტების მაქსიმალური ლიმიტი 200 000 ლარამდე გაიზარდა

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გასაცემი მიკროკრედიტების მაქსიმალური ლიმიტი 100 000 ლარიდან 200 000-მდე გაიზარდა - შესაბამისი ცვლილება უკვე შევიდა "მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ" კანონში.

ცვლილების მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

ამავე კანონით საქართველოს ეროვნულ ბანკს ენიჭება უფლებამოსილება, უზრუნველყოს მიკროსაფინანსო სექტორის ზედმეტი რისკებისგან დაცვა, რაც მათი უსაფრთხო საქმიანობის წინაპირობა უნდა გახდეს.

დღის ამბები