
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, კალიფორნიის შტატში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრე 3.8 მაგნიტუდა იყო. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, მიწისძვრა წყნარი ოკეანის დროით დილის 8 საათზე დაფიქსირდა.
ბიძგების ეპიცენტრი ჩრდილოეთ კალიფორნიის სანაპიროსთან მენდოსინოს ღარის გასწვრივ იყო.
მეცნიერების განმარტებით, მენდოსინოს ღარს ძლიერი მიწისძვრების გამოწვევა შეუძლია, მათ შორის 7 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგებისაც.
ცნობისთვის, ორშაბათს, სამხრეთ კალიფორნიაში ძლიერი მიწისძვრა იყო. ბიძგების სიმძლავრემ 5,2 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი სან დიეგოს ოლქში მდებარეობდა, მაგრამ რყევები იგრძნობოდა ჩრდილოეთით, ლოს-ანჯელესამდე.