23 მაისი 2025,   08:40
ვრცლად
20 ივნისის საქმე - მმართველი პარტიისთვის გაუგებარია, რატომ გასცემდა შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი ბრძანებებს ნინო ლომჯარიას და მისი მოადგილის თანხლებით

რა მიზნით იმყოფებოდა 20 ივნისის მოვლენების დროს ნინო ლომჯარია გიორგი გახარიასთან ერთად საკანონმდებლო ორგანოს შენობაში - მმართველი პარტიისთვის გაუგებარია, თუ რატომ გასცემდა შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი ბრძანებებს ლომჯარიასა და მისი მოადგილის თანხლებით.

20 ივნისის ღამეს პარლამენტში ნინო ლომჯარიასთან ერთად ყოფნას გიორგი გახარია არც უარყოფს და არც ადასტურებს.

ის, რაც გიორგი გახარიას არ ახსოვს, ადასტურებენ ყოფილი სახალხო დამცველიც და მისი მოადგილეც. ნინო ლომჯარიამ სოციალურ ქსელში, გიორგი ბურჯანაძემ კი "კურიერთან" სატელეფონო საუბარში განმარტეს, თუ რის გამო მიიღეს პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფებისთვის ოფიციალურად დასახელებული მიზეზები საეჭვოა. დეპუტატები დარწმუნებული არიან, რომ ლომჯარიაც და მისი მოადგილეც 20 ივნისის ღამეს კონკრეტული ძალების ინტერესით და დავალებით მოქმედებდნენ.

2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გიორგი გახარია, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში, ორშაბათს გამოიკითხა. 

დღის ამბები