
"ჭიათურა მენეჯმენტ კომპანია" მზადაა, მიწისქვეშა სამუშაოები, კონკრეტული დათქმებით, მაისის შუა რიცხვებიდან აღადგინოს. განცხადება დღევანდელი სამმხრივი კომისიის შეხვედრის შემდეგ გაკეთდა. დღესვე გაირკვა, რომ მაღაროელები კიდევ ერთი თვის ხელფასს აიღებენ. კომისიას უახლოეს დღეებში გადაეგზავნება კონკრეტული გეგმაც, სადაც ის ნაბიჯები იქნება აღწერილი, რომლის გათვალისწინებითაც მაღაროელები სამუშაოებს დაუბრუნდებიან.