
"მე პირობას ვაძლევ ყველას, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ როგორც მერის არჩევნებს, ასევე საკრებულოს არჩევნებს. ძალიან მცირედ იქნება ახალ საკრებულოებში წარმოდგენილი ოპოზიცია," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, გადაცემა "ღამის კურიერის" ეთერში საუბრობს.
ირაკლი კობახიძის თქმით, თუ ოპოზიცია არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას, ამ შემთხვევაში, კიდევ უფრო იოლად დადგება ის შედეგი, რაც ისედაც უნდა დადგეს.
"იმედი გვაქვს, რომ ისინი მონაწილეობას არ მიიღებენ. ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მიიღებენ მონაწილეობას და მძიმედ დამარცხდებიან, თუ არ მიიღებენ და ასე დამარცხდებიან. ჩვენთვის ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. თუ არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, ეს რა თქმა უნდა, გააიოლებს ჩვენს საქმეს. მე ტრადიციულად, ვარ ხოლმე შტაბის უფროსი და როგორც შტაბის უფროსმა, შემიძლია გითხრათ, რომ, რა თქმა უნდა, რაღაც პატარა თავის ტკივილთან არის დაკავშირებული შტაბის მართვა, ყველაფრის დაგეგმვა. თუ ისინი არჩევნებში არ მიიღებენ მონაწილეობას, ამ შემთხვევაში, კიდევ უფრო იოლად დადგება ის შედეგი, რაც ისედაც უნდა დადგეს. ამიტომ, ჩვენ იმედი გვაქვს უფრო მეტად იმის, რომ ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას. თუ მიიღებენ, ესეც მათი საქმეა. ასეც და ისეც, არსებითად არ იცვლება ჩვენთვის არაფერი. ასეც და ისეც, მე პირობას ვაძლევ ყველას, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ როგორც მერის არჩევნებს, ასევე საკრებულოს არჩევნებს. ძალიან მცირედ იქნება ახალ საკრებულოებში წარმოდგენილი ოპოზიცია,“ - აცხადებს ირაკლი კობახიძე.